ა) PS5-ს ისევე როგორც ყველა ტიპის ტექნიკას, რომელსაც აქვს ქულერიანი გაგრილების სისტემა, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეს ტექნიკური წმენდა. რაც არ გულისხმობს მხოლოდ მტვრისგან გასუფთავებას. აუცილებელია თხევადი მეტალის და თერმო წებოების შეცვლა.
შეიძლება მოსმენილი გქონდეთ მითი - "თხევად მეტალს არ სჭირდება შეცვლა" - მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თხევადი მეტალი იმის გამოა გამოყენებული PS5-ში რომ აქვს ტემპერატურის ბევრად მაღალი გამტარობა ვიდრე თერმო პასტას. მაგალითისთვის ერთ-ერთ საუკეთესო თერმო პასტას აქვს 14.2 W/mk, ხოლო თხევად მეტალს - 73W/mk, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს რომ თხევად მეტალს არ აქვს ცვეთა და არ საჭიროებს შეცვლას.
სრულად ნახვაPS5-ს შიდა მეხსიერება არის ინტეგრირებული, რაც ნიშნავს რომ დაზიანების შემთხვევაში მას მარტივად ვერ შეცვლით. ამის გამო უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.
ა) იმისთვის რომ არ დაგიზიანდეთ ოპერაციული სისტემა ან SSD მეხსიერება თავისუფალი ადგილი უნდა გააკონტროლოთ, სასურველია 80 GB - თავისუფალი ადგილი სულ იყოს დატოვებული ინტეგრირებულ SSD-ზე, რათა ჩიპებს შორის ინფორმაციის გაცვლა თავისუფლად მოხდეს და არ გადახურდნენ.
სრულად ნახვახშირად გვეკითხებიან - PS5 უნდა იყოს ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ პოზიციაში? - პასუხი არის უმჯობესია იყოს ჰორიზონტალურ პოზიციაში. ახლა განვიხილოთ რატომ?
როგორც იცით PS5-ს პროცესორზე უსვია თხევადი მეტალი, რომელიც კონსისტენციით ჰგავს ვერცხლის წყალს.
ვერტიკალურ მდგომარეობაში მუშაობისას თხევადი მეტალი ნელ-ნელა ჩამოდის ქვევით და გროვდება პროცესორის ქვედა ნაწილში. მართკუთხედი პროცესორის ზედა ნაწილი დროთა განმავლობაში რჩება თხევადი მეტალის გარეშე და პროცესორის კრისტალი პირდაპირ კონტაქტში შედის გაგრილების ალუმინთან, რაც იწვევს კრისტალის დაზიანებას. რომც შეუცვალოთ თხევადი მეტალი, პრობლემა მაინც ვერ გვარდება, რადგან კრისტალის დაზიანებული ნაწილი ვეღარ იღებს თხევად მეტალს და საჭირო ხდება კრისტალის პოლირება (გაპრიალება).
სრულად ნახვა