ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

სერვისის წესები და პირობები

▪  სერვისში კომპიუტერის ან სხვა ტექნიკის ჩაბარებისას ივსება შესაბამისი მიღება-ჩაბარების საბუთი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე, დოკუმენტში მოცემულია მფლობელის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები,  ჩასატარებელი სერვისის აღწერა და მისი ღირებულება; დამატებითი სერვისის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მეპატრონესთან შეთანხმება.

 

▪  მოცემული  დოკუმენტი ადასტურებს ტექნიკის ჩაბარების ფაქტს სარემონტო სამუშაოების  ჩატარების მიზნით;


▪  მფლობელი ვალდებულია სერვის მენეჯერს დეტალურად აუხსნას რა პირობებში და რა მიზეზით მოხდა ტექნიკის დაზიანება. იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე დამალავს ტექნიკაზე გარე-ზემოქმედების, სითხის ჩასხმის ან ტექნიკის  არასწორი ექსპლუატაციის ფაქტებს სერვის ცენტრი იხსნის პასუხისმგებლობას ტესტირების დროს ტექნიკის დაზიანების შენთხვევაში, თუ ეს დაზიანება გამოწვეული იქნება იმ ფაქტორების გამო რაც დამალა მეპატრონემ და არ შეატყობინა სერვის მენეჯერს.

 

▪  მფლობელი ვალდებულია სერვის მენეჯერი გააფრთხილოს ტექნიკაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობის შესახებ. ასეთის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის უსაფრთხოების მიზნით სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მოხდება ინფორმაციის გადაკოპირება სერვის ცენტრის დაცულ მყარ დისკზე. ინფორმაცია სერვის ცენტრის მყარ დისკზე ინახება ერთი კვირის განმავლობაში. მეპატრონეს შეუძლია მოიტანოს სხვა მოწყობილობა და გადაწეროს ინფორმაცია კომპიუტერის სერვისში მოტანიდან ერთი კვირის მანძილზე. 7 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ მითითებული ინფორმაცია სერვისის მყარი დისკიდან  იშლება ავტომატურად და სერვის ცენტრი იხსნის ამ ინფორმაციის შენახვაზე  წარმოქმნილ ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

 

▪  ხარისხის კონტროლის მიზნით სერვის ცენტრში ტექნიკის შეკეთებისას მიმდინარეობს ფოტო გადაღება. 

 

▪  მფლობელი ვალდებულია მოწყობილობის ჩაბარებიდან  2 კვირის განმავლობაში მიაკითხოს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში  სერვის ცენტრი იხსნის პასუხისმგებლობას ტექნიკის შენახვაზე.

 

▪  სერვის ცენტრიდან ტექნიკის გასატანად სავალდებულოა სერვისში ტექნიკის ჩაბარების საბუთის წარდგენა. საბუთის დაკარგვის შემთხვევაში სავალდებულოა მფლობელის პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვის ცენტრი არ გასცემს ტექნიკას.

სამუშაო საათები და რეკვიზიტები

სერვის ცენტრში ტექნიკის მიღება-გაცემა ხდება:

ორშაბათი - პარასკევი - 12:00-იდან - 18:00-საათამდე;

შაბათ-კვირა - დასვენება;

საკონტაქტო ტელეფონები აქტიურია მხოლოდ სამუშაო საათებში. T.: 555 55 11 45

გადახდა ხორციელდება ნაღდი და უნდაღდო ანგარიშსწორებით კომპანია CDS-ის სერვის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას 71. 

ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია საბანკო გადარიცხვა ინვოისის საფუძვენზე.

 

 

CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება