ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

PS5 უნდა იყოს ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ პოზიციაში?

ხშირად გვეკითხებიან - PS5 უნდა იყოს ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ პოზიციაში? - პასუხი არის უმჯობესია იყოს ჰორიზონტალურ პოზიციაში. ახლა განვიხილოთ რატომ?

როგორც იცით PS5-ს პროცესორზე უსვია თხევადი მეტალი, რომელიც კონსისტენციით ჰგავს ვერცხლის წყალს.

ვერტიკალურ მდგომარეობაში მუშაობისას თხევადი მეტალი ნელ-ნელა ჩამოდის ქვევით და გროვდება პროცესორის ქვედა ნაწილში. მართკუთხედი პროცესორის ზედა ნაწილი დროთა განმავლობაში რჩება თხევადი მეტალის გარეშე და პროცესორის კრისტალი პირდაპირ კონტაქტში შედის გაგრილების ალუმინთან, რაც იწვევს კრისტალის დაზიანებას. რომც შეუცვალოთ თხევადი მეტალი, პრობლემა მაინც ვერ გვარდება, რადგან კრისტალის დაზიანებული ნაწილი ვეღარ იღებს თხევად მეტალს და საჭირო ხდება კრისტალის პოლირება (გაპრიალება). 

თუ თქვენი PS5-ის პროცესორს გაუჩნდა ლაქა აუცილებლად მიაკითხეთ სერვის ცენტრს რომელსაც ექნება სპეციალური პროცესორის პოლირების სითხე და აპარატი.

ადგილის მოწყობა:

PS5 უნდა დააწვინოთ თავისივე ფეხზე. ყველა PS5-ს აქვს ფეხის დაყენების ნიშნულები და დააკვირდით რომელ გვერდზე აწვენთ. PS5 დისკიანი ვერსია აუცილებლად უნდა დააწვინოთ DVD-ის მხარეს. უდისკო ვერსიაზე კარგად დააკვირდით ნიშნულებს, ან გადახედეთ ინსტრუქციას. 

ა) PS5 უნდა დადგათ ისე რომ სავენტილაციო ადგილები კედლიდან (ან სხვა მყარი ზედაპირიდან) დაცილებული იყოს მინიმუმ 20 სანტიმეტრით, უკანა მხარე (სადაც ერთდება HDMI და Power კაბელები) კედლიდან დაცილებული იყოს მინიმუმ 30 სანტიმეტრით.

ბ) HDMI და Power კაბელები ისე უნდა დაამაგროთ, რომ არ დაიქაჩოს და არ გამოიწვიოს პორტების დაზიანება;

გ) არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კაბელებმიერთებული PS5-ის მოძრაობა (მაგიდაზე გადაადგილება; მაგიდაზე მტვრის გადაწმენდის მიზნით ხელში აღება;)

რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად თუ მაინც შეგექმნათ პრობლემა მიმართეთ სერვის ცენტრს:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
555 55 11 45 2 110 410
უკან დაბრუნება
CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება