ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

PS5-ის SSD მეხსიერების მიმოხილვა

PS5-ს შიდა მეხსიერება არის ინტეგრირებული, რაც ნიშნავს რომ დაზიანების შემთხვევაში მას მარტივად ვერ შეცვლით. ამის გამო უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.

ა) იმისთვის რომ არ დაგიზიანდეთ ოპერაციული სისტემა ან SSD მეხსიერება თავისუფალი ადგილი უნდა გააკონტროლოთ,  სასურველია 80 GB - თავისუფალი  ადგილი სულ იყოს დატოვებული ინტეგრირებულ SSD-ზე, რათა ჩიპებს შორის ინფორმაციის გაცვლა თავისუფლად მოხდეს და არ გადახურდნენ.

ბ) თუ არ გყოფნით შიდა მეხსიერება შეგიძლიათ დაამატოთ NVMe Gen 4 M.2 SSD, სასურველია PS5-ისთვის წარმოებული გაგრილებიანი SSD-ს დაყენება, მაგრამ არსებობს ალტერნატივაც, სხვა ბრენდის NVMe Gen 4 M.2 SSD-ს ცალკე შეუძინოთ გაგრილების პანელი და ისე დააყენოთ. 

PS4 - თამაშებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ USB 3.0/3.2 სიჩქარის გარე მყარი დისკი, უპირატესობა ენიჭება SSD გარე მეხსიერებას.

გ) სისტემის დაზიანების შემთხვევაში მოერიდეთ თვითნებურ ჩარევას, თუ არ არის გასული საგარანტიო პერიოდი, მიაკითხეთ საგარანტიო სერვის ცენტრს. გარანტიის არ ქონის შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ კომპეტენტურ სერვისს. შეიძლება SSD-ს რომელიმე ჩიპი ცხელდებოდეს და იწვევდეს პრობლემას.

რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად თუ მაინც შეგექმნათ პრობლემა მიმართეთ სერვის ცენტრს:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
555 55 11 45 2 110 410
უკან დაბრუნება
CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება