ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

რა უნდა გავაკეთოთ თუ სითხე ჩაგვესხა ლეპტოპში?

როგორც მოგეხსენებათ ტექნიკა და სასმელები ვერ მეგობრობენ. როგორც არ უნდა ფრთხილად ვიყოთ მაინც ყველაფერი შემთხვევითობის ბრალია, ამ დროს მთავარია ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ და რატომ არის აუცილებელი სპეც. რეცხვა.

პირველ რიგში აუცილებელია განვიხილოთ სტერეოტიპები:

"ცოტა ჩამესხა"

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ "ცოტა ჩამესხა" მცნება არასწორი მიდგომაა, ზიანის გამოწვევა შეუძლია ერთ წვეთსაც კი. სერვისში გვქონია შემთხვევა, როდესაც ჭიქის ძირიდან ჩამოწვეთილმა წყალმა დედაპლატაზე ძალიან სერიოზული მოკლე ჩართვა გამოიწვია. უმეტესწილად მცირე რაოდენობის სითხე ვერ აღწევს დედაპლატამდე და მხოლოდ კლავიატურას აზიანებს, მაგრამ ეგ გამართლების ამბავია და ამის იმედად რთულია ყოფნა.

"მაშინვე გავამშრალე", "ბრინჯში ჩავდე", "ცივი ფენით გავაშრე"...

ლეპტოპში სითხის ჩასხმისას იქმნება ორი ტიპის საფრთხე: პირველი არის სისველე, რომელიც დენის გამტარია და შეუძლია მოკლე ჩართვა გამოიწვიოს და მეორე არის სითხეში შემავალი მინერალები, რომლებიც რჩებიან კლავიატურაში, პლატაზე, ჩიპების ქვეშ და იწვევენ ჟანგვას. მხოლოდ სისველის გამშრალება ამიტომ არ არის საკმარისი, შეიძლება იმ მომენტში ჩაირთოს კომპიუტერი და გვეგონოს რომ გადარჩა, მაგრამ დიდი შანსია დარჩენილმა მინერალებმა დააჟანგოს და დააზიანოს ლეპტოპი. ყველაზე ცუდი ის არის რომ ჟანგვით გამოწვეული პრობლემის აღმოჩენა ხდება ძალიან გვიან, როდესაც ჟანგი "შეჭამს" პლატის არხებს და ჩაქრება კომპიუტერი. უნდა მოხდეს სპეციალური სითხეებით მინერალების გამორეცხვა. (იხ. ქვევით)

როგორ იქცევით? განვიხილოთ ნაბიჯები თანმიმდევრობით:

1) სასწრაფოდ უნდა გათიშოთ ლეპტოპი. არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის სითხე ჩავიდა. არ ელოდებით "Shut Down"-ს. თუ მიერთებული გქონდათ დამტენი, სასწრაფოდ გამოაერთეთ დამტენიდან და ჩართვის ღილაკზე ხანგრძლივად დაჭერით ავარიულად გათიშეთ ლეპტოპი. თუ ლეპტოპს აქვს მოხსნადი ბატარეა სასურველია მისი მოხსნა.

2) თუ დიდი რაოდენობის სითხე ჩავიდა ლეპტოპში გათიშული ლეპტოპი გადააბრუნეთ გვერდზე, გაგრილების ჭრილების მხარეს დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე.

3) ამის შემდეგ 2-3 ფენა ქაღალდის ხელსახოცები დააფინეთ კლავიატურაზე, ხელსახოცები უნდა იყოს თანაბრად გაშლილი და არ უნდა იყოს ძალიან სქლად. თუ ბევრი სითხე გადმოვიდა ლეპტოპიდან და გგონიათ რომ შიგნით კიდევ ბევრია დარჩენილი ხელსახოცებს ზევიდან გადააფარეთ ერთი ფენა ცელოფანი რათა ეკრანი დაიცვათ სისველისგან და ისე დახურეთ ლეპტოპი. შემდეგ გარედანაც შეფუთეთ ქაღალდის ხელსახოცებში და მოიტანეთ სერვისში.

4) რაც უფრო მალე მოიტანთ სერვისში მით უფრო მაღალია ტექნიკის სრულად გადარჩენის შანსი. პლატების უმეტესობა ჟანგვას იწყებს ძალიან სწრაფად. ჟანგვის ტემპი დამოკიდებული სითხის ტიპზე (მაგ. კოკა-კოლა რამდენიმე საათში იწყებს ჟანგვას). ყოველი დაგვიანებული დღე ზრდის რისკს. დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ (დაახლოებით 1 თვე) სპეც. რეცხვის ჩატარებას აზრიც აღარ აქვს. ამიტომ სწრაფ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ სერვისში მოტანამდე არ დაზიანდა ლეპტოპი ჩვენი სპეც. რეცხვით სრულად ხდება ტექნიკის გადარჩენა.

რატომ სჭირდება სერვისს 5-7 დღე და რა პროცედურები ტარდება?

ჩვენს სერვის ცენტრს ჩამოტანილი აქვს სპეციალური დემინერალიზირებული სითხეები რომლებიც გამოიყენება პლატების წარმოებაში. გვაქვს 3 სხვადასხვა დანიშნულების სითხე.

რეცხვა ხდება ეტაპობრივად:

ა) უნდა დაიშალოს ლეპტოპი და ცალკეული დეტალები გაირეცხოს გარკვეული თანმიმდევრობით. ყოველი ტიპის რეცხვის შემდეგ დეტალები უნდა გაშრეს 24-35 საათის მანძილზე (დამოკიდებულია პლატის ტიპზე).

ბ) სამივე ეტაპის გავლის შემდეგ ყველა დეტალი უნდა გაშრეს 48 საათის მანძილზე, აიწყოს და გადამოწმდეს სრული ფუნქციონალი. თუ ყველაფერი გამართულად მუშაობს უნდა გაიმართოს გაგრილების სისტემა (წაესვას თერმო პასტა, შეეცვალოს თერმო ბალიშები და ა.შ.) და შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ მუშაობა.

გ) თუ რაიმე არ მუშაობს ამის შემდეგ ხდება დიაგნოსტიკის ჩატარება. სველი ტექნიკის დიაგნოსტირება არ ხდება, იმის გამო რომ ჩიპების ქვეშ არსებულმა სითხემ შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და დიაგნოსტიკის დროს დააზიანოს დედაპლატა.

P.S. იმედია არ დაგჭირდებათ ეს სერვისი, მაგრამ თუ დაგჭირდათ გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და ჩვენც ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით გადაგირჩინოთ ლეპტოპი.

რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად თუ მაინც შეგექმნათ პრობლემა მიმართეთ სერვის ცენტრს:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
555 55 11 45 2 110 410
უკან დაბრუნება
CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება