ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

Xbox Series X და Series S - მოხმარების რეკომენდაციები

1.      ადგილის მოწყობა:

ა) Xbox უნდა დადგათ ისე რომ სავენტილაციო ადგილები კედლიდან (ან სხვა მყარი ზედაპირიდან) დაცილებული იყოს მინიმუმ 20 სანტიმეტრით, უკანა მხარე (სადაც ერთდება HDMI და Power კაბელები) კედლიდან დაცილებული იყოს მინიმუმ 30 სანტიმეტრით.
ბ) HDMI და Power კაბელები ისე უნდა დაამაგროთ, რომ არ დაიქაჩოს და არ გამოიწვიოს პორტების დაზიანება;
გ) არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კაბელებმიერთებული Xbox-ის მოძრაობა (მაგიდაზე გადაადგილება; მაგიდაზე მტვრის გადაწმენდის მიზნით ხელში აღება;)

2.      სწორი გათიშვა:

როდესაც ვეკითხებით Xbox-ის მომხმარებლებს კონსოლის გამორთვის შესახებ ~80% არასწორ გზას გვპასუხობს. განვიხილოთ გამორთვის მეთოდები:

უმეტესობა თიშავს კონტროლერზე Xbox ღილაკზე დიდხანს დაჭერით გამოსული მენიუდან "Turn off console" - ბრძანების არჩევით. ეს მეთოდი არ არის გათიშვა. იმის გამო რომ სისტემის ჩატვირთვას Xbox One - ცოტა დიდხანს ანდომებდა Microsoft-მა მითითებულ ღილაკზე დააყენა ძილის რეჟიმი, ამ მეთოდით დაძინებული კონსოლი ბევრად ნაკლებ დროს ანდომებს ჩართვას. Xbox Series X და Series S - SSD მეხსიერება აქვს და სისტემის ჩატვირთვისას დროის პრობლემას ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ მწარმოებელს არ შეუცვლია გათიშვის მეთოდები ახალ სისტემაში და "Turn off console" - ისევ კონსოლის დაძინებას ნიშნავს.

დროის მხრივ ძალიან კომფორტულია Xbox-ის ძილიდან გამოღვიძება, მაგრამ სულ ძილის რეჟიმის გამოყენება იწვევს სხვადასხვა პრობლემებს:
ა) იმისდა მიუხედავად თამაშობთ თუ არა კონსოლი სულ ჩართულია და ტყუილად "ცვდება". შეიძლება ბევრს არ თამაშობდეთ მაგრამ თერმო პასტა და თერმო ბალიშები მაინც ხმება და მალე ხდება შესაცვლელი.
ბ) სულ ჩართული კვების ბლოკი ვერ გრილდება და დენის პატარა გათამაშებაზეც კი ადვილად იწვება. ასევე SSD-მეხსიერებასაც სჭირდება დასვენება. (SSD-ს პრობლემებზე ცალკე ვისაუბრებთ).
გ) ჩართული ან დაძინებული კონსოლის დენიდან გათიშვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ სძინავს უნდა გააღვიძოთ და პროგრამულად გათიშოთ:
  Settings > General > Power options > Shutdown now
გ) თუ დიდი ხნით გადიხართ სახლიდან (რამდენიმე დღით) უმჯობესია გამორთოთ დენის წყაროდან.

3.      ტემპერატურის კონტროლი:

ა) რეკომენდებულია Xbox-ის ტექნიკური გასუფთავება, თერმო პასტის და თერმო წებოების შეცვლა წელიწადში ერთხელ. იმის გამო რომ გარემო პირობები სხვადასხვაა Xbox შეიძლება გასაწმენდი გახდეს ერთ წელზე მოკლე პერიოდში, ან გაძლოს უფრო დიდხანს.

ბ) როგორ გავიგოთ Xbox გასაწმენდია თუ არა: სტანდარტულად თამაშში გრაფიკების ჩატვირთვისას Xbox ცხელდება, ამ დროს ქულერის ბრუნი იმატებს და ხმაურობს კიდეც, როგორც კი გააგრილებს პროცესორს ბრუნი ისევ იკლებს და ხმაურიც მცირდება.

როდესაც თამაშის დროს ქულერი იწყებს მაღალ ბრუნზე მუშაობას (ღმუის) და აღარ წყნარდება ეს უკვე ნიშნავს რომ ქულერი ვეღარ ახერხებს პროცესორი(APU)ს გაგრილებას და ტექნიკური წმენდა (მტვრის გაცლა, თერმო პასტის და თერმო წებოების შეცვლა) სჭირდება.

გ) თუ თამაშისას გაითიშა ეს იმის ნიშანია რომ ზედმეტად გაცხელდა და ამის შემგეგ თამაში და დატვირთვა აღარ შეიძლება, აუცილებელია მიაკითხოთ სერვის ცენტრს. 

რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად თუ მაინც შეგექმნათ პრობლემა მიმართეთ სერვის ცენტრს:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
555 55 11 45 2 110 410
უკან დაბრუნება
CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება