ხარისხის კონტროლის მიზნით სერვის ცენტრში ტექნიკის შეკეთებისას მიმდინარეობს ფოტო გადაღება.
სერვისის კოდით შეგიძლიათ ნახოთ ჩატარებული სამუშაოების და ტექნიკის შიდა მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, სერვისის ტექსტური აღწერა და IT ტექნიკოსის რეკომენდაციები.
   გაეცანით სერვისის წესებს!
  
ITE Support
ძებნა საიტზე
CDS CLUB
 
CDS Shop
ვებ გვერდების დამზადება
გაიცანით თქვენი კომპიუტერი...
facebook გვერდი
მხარდამჭერი ჯგუფი
იუმორისტული გვერდი
ITE.GE
GAME ZONA საგარანტიო წესები და პირობები

გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით რომ არჩევანი შეაჩერეთ Game Zone - ზე !

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო ტალონის პირობებს.


საგარანტიო მომსახურების მისაღებად მიმართეთ CDS-ის საგარანტიო მომსახურების განყოფილებას:

ტელეფონი: (032) 2 110 410 ; +995 555 55 11 17;
ელ-ფოსტა: service@cds.ge;
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71;

საგარანტიო მომსახურების პირობები:

■ საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდეგ დაზიანებული ნივთის შეკეთებას ქვემოთ მოცემული პირობების მიხედვით:
■ სარემონტო ვადა მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად განისაზღვრება შესაკეთებელი ნივთის სერვის ცენტრში წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით.
■ საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარუდგინოს სერვის ცენტრს საგარანტიო ტალონი.
■ საგარანტიო ტალონის ან პროდუქტის ყუთის დაკარგვის ,ან დაზიანების შემთხვევაში ,ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურეობას.

წუნდებული საქონლის ახლით ჩანაცვლება

მაღაზია წუნდებულ პროდუქტზე ახლით შეცვლის აქტს გასცემს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

■ თუ ნივთის შეძენიდან 7(შვიდი) დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება პროგრამული დაზიანება) კომპანია გასცემს წუნდებული პროდუქტის შეცვლის აქტს იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნებულია პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანების გარეშე და აღნიშნულ ვადაში პროდუქტი წარმოდგენილია სრული კომპლექტაციით.
■ თუ ნივთი ვერ შეკეთდა მაღაზიაში ჩაბარებიდან 30(ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში,ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე.

ნივთი შეიცვლება იდენტურ ან მსგავსი მახასიათებლების მქონე ნივთით ,ხოლო ასეთი ნივთის შეთავაზების შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება თანხა დაბრუნების მომენტისთვის იდენტური ან მსგავსი მონაცემების მქონე საქონელზე არსებული საბაზრო ფასის მოცულობით.

საგარანტიო მომსახურეობა არ ხორციელდება/უქმდება თუ:

■ გასულია საგარანტიო ვადა
■ საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია.
■ საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია ,შეცვლილია ან გადაკეთებულია
■ ნივთი დაზიანებულია პირატული (ჰაკერული) ჩარევის შედეგად
■ საგარანტიო ტალონში,ნივთის კორპუსზე ან ყუთზე არ იკითხება,ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი.
■ დაკარგულია ან დაზიანებულია ნივთის ყუთი.
■ მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება.
■ დაზიანებულია/ამძვრალია პლომბი ან ლუქი.
■ მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით.
■ დაზიანება გამოწვეულია სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულების შედეგად.
■ მოწყობილობა დაზიანდა მომხმარებლის მიერ ტრანსოპირტირების დროს.
■ მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდზე მდგომი სხვა მოწყობილობის გამო.
■ მოწყობილობა გახსნილია/დაშლილია თვითნებური შეკეთების ან სხვა რაიმე მიზნით.
■ დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ.
■ დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით.
■ დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვალებადობით),მექანიზმის
■ დანესტიანებით,კოროზიით,მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით,არაკომპეტენტური პირების პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტი/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის/ლეპტოპის პროგრამულ უზრუნველყოფაზე,სისტემური კვების ბლოკზე,ელემენტზე,მეხსიერების
ბარათზე,სადენზე,გადამყვანზე,სამუხტ მოწყობილობაზე,ჯოისტიკზე,დისტანციური მართვის მოწყობილობაზე(პულტზე) და სხვა აქსესუარებზე.

მომხმარებლის მიერ საგარანტიო პირობების დარღვევის შემთხვევაში,თუ ნივთი ექვემდებარება შეკეთებას ჩაუტარდება სერვისული მომსახურეობა და პროგრამული უზრუნველყოფა 50% - იანი ფასდაკლებით.


 




2 99 98 60; info@ite.ge; ვაჟა-ფშაველას 71