ხარისხის კონტროლის მიზნით სერვის ცენტრში ტექნიკის შეკეთებისას მიმდინარეობს ფოტო გადაღება.
სერვისის კოდით შეგიძლიათ ნახოთ ჩატარებული სამუშაოების და ტექნიკის შიდა მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, სერვისის ტექსტური აღწერა და IT ტექნიკოსის რეკომენდაციები.
   გაეცანით სერვისის წესებს!
  
ITE Support
ძებნა საიტზე
CDS CLUB
 
CDS Shop
ვებ გვერდების დამზადება
გაიცანით თქვენი კომპიუტერი...
facebook გვერდი
იუმორისტული გვერდი
ITE.GE
ჩვენს "ფანჯრებს" შიგნით

მოდით დღეს ვისაუბროთ ოპერაციულ სისტემებზე, ამჯამად Microsoft corporation ის შედევრზე, რომელსაც Windows ის სახელით ვიცნობთ. Microsoft ის შემქმნელები და სულის ჩამდგმელები არიან ბილ (უილიამ) გეითსი და პოლ ალენი. მათი შემოქმედება სკოლის ასაკიდან იწყება მაგრამ ეხლა მაგის თხრობით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ ბილი ბავშობიდან გატაცებული იყო პროგრამებით, Microsoft ის ჩამოყალიბებას სამი წელი შეალია, იჯდა სახლში და შრომობდა. მისი წინსვლა დაიწყო ერთი ჩვეულებრივი რეკლამის ნახვის შემდეგ, რომელიც კომპანია MITS - მა გამოაქვეყნა, სადაც სამაგიდო კომპიუტერისთვის, "Altar" ჭირდებოდათ პროგრამული ენა, რომელიც პროგრამისტებს საშუალებას მისცემდა ემუშავათ ალტარზე. ალტარისთვის მათ დაწერეს პროგრამული ენა BASIC.

1977 წელს დაიწყეს მეორე პროგრამული ენის, ForTran ის გაყიდვა. 1978 წლის აპრილში კი პროგრამირების მესამე ენის COBOL-80 – ის გაყიდვას, რომელიც განკუთვნილი იყო 8080 Z-80 და 8085 მიკროპროცესორული სისტემებისთვის.

სრული სტატიის ნახვა

სტატა მოგვაწოდა CDS-ის ბლოგის ადმინისტრატორმა NaiX 2016


 

რა უნდა ვიცოდე ვინჩესტერზე?

მოდი როგორც უკვე მიეჩვიეთ მეგობრულად და გასაგებ ენაზე ვილაპარაკებ... ვინჩესტერი, მყარი დისკი, .წ. კომპიუტერის ტვინი საკმაოდ რთული მექანიზმია, არ დავიწყებ რისგან შედგება, უბრალოდ დაგანახებთ როგორ მუშაობს... ვინჩესტერის შიგნით რკინის დისკია, ამ დისკს წამში მინიმუმ 4200 ბრუნი აქვს, ამ ბრუნის და მაგნიტების საშუალებით წარმოიქმნება მაგნიტური ველის დამცავი გარსი, რაც მას დამცავ სარტყელს უქმნის, ასე მუშაობს ის მანამდე სანამ კომპიუტერი ჩართულია... დისკის გარდა მაგნიტები და თავაკებია, რაც წერს და კითხულობს ინფორმაციას. ჩართვისთანავე დისკთან ჩნდებიან და გათიშვისას საწყის პოზიციას უბრუნდებიან. ეს დაახლოებითი და მარტივი აღწერაა. ამ ერთადერთი რკინაში შეფუთული ნაწილის გაფუჭება ლეპტოპში ყველაზე ადვილია. ეხლა მოგიყვებით მის სისუსტეებზე.

სრული სტატიის ნახვა

სტატა მოგვაწოდა CDS-ის ბლოგის ადმინისტრატორმა NaiX 2016


 

რას უშვება "არცოდნა" კომპიუტერს

როგორც ყველა საქმეშია ხალხი ფიქრობს ის თუ აკეთებს მე ვერ გავაკეთებ? მაგრამ სამწუხაროდ ცდებიან. ყველა ყველაფერს გააკეთებს მაგრამ საკითხავია როგორ?დღეს იმ შეცდომებზე ვილაპარაკებ, რაც არცოდნამ გამოიწვია, მაგრამ კრეატივი დამანახა და წერის სურვილი გამიჩინა. ზოგ შეცდომებზე ვიხალისებთ, ზოგი შეცდომა კი კომპიუტერს შეგვაცოდებს.

მოკლედ დავიწყოთ:

ამ კრატიულმა ადამიანმა ქულერის გასუფთავება მოინდომა, დაათვალიერა კარკასი, ვერ დაინახა, მაგრამ დაახლოებით იცოდა სად იყო, აიღო კონსერვის გასახსნელი და გამოჭრა. ეს პირადად ჩემ სერვისში შემოსული კომპიუტერია. მინდა გითხრათ რომ თქვენ საკუთრებას რასაც გნებავთ იმას უზამთ, გინდათ კონსერვის სახსნელით გახსნით, გნებავთ ელექტრო ხერხით მაგრამ, არსებობს უფრო მარტივი, სულ რამდენიმე წამის საქმე, თუ რათქმაუნდა თქვენი პრინციპები ამას არ უარყოფს... კითხვა ! იკითხე და ვინც მართლა იცის როგორ იხსნება ის დაგეხმარება. თუ ჩაქუჩით იქნება პასუხი ნუ დაუჯერებთ, არც იმან არ იცის :)

სრული სტატიის ნახვა

სტატა მოგვაწოდა CDS-ის ბლოგის ადმინისტრატორმა NaiX 2016


 

ჩვენი მეგობრის პირადი მტრები, ანუ რისგან დავიცვათ კომპიუტერი...

დაპირებისამებრ დღეს ტექნიკურ წმენდაზე ვისაუბრებ... რა არის ტექნიკური წმენდა - ანუ როგორ უნდა გავასუფთავოთ ჩვენი კომპიუტერი. რა პროცედურა, ხელსაწყო, მასალა და პრინციპების დაცვაა საჭირო ამისთვის.

მე გასწავლით როგორ მოუაროთ თქვენ კომპიუტერს (ანონსი: შემდეგი პოსტი ვინც არ იცოდა როგორ მოქცეოდა კომპიუტერს იმ ხალხის შეცდომებზე იქნება, ფაქტებით დასაბუთებული რათქმაუნდა ) რომ დაიცვათ ის.

პირველი მტერი: ყველაზე დიდი მტერი, "მტვერია". კომპიუტერს სჭირდება სუფთა სავინტილაციო არხები ჰაერის ცირკულაციისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მტვერი სავინტილაციო არხებში გროვდება, თავს იყრის სავინტილაციო არხების და ქულერის შუაში და ნელნელა ილექება, რაც შემდეგ ე.წ. ქეჩა ხდება. თუ შენ ფიქრობ რომ მტვერი შენ სახლში არ ხვდება ცდები :) თუ ვერ ხედავ მას, მადლობა დედას, დას ან მეუღლეს. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ზამთარშიც კი, როცა ყველა ფანჯარა დაკეტილია, მტვერი მაინც აღწევს ჩვენ სახლებში. ზემოთ ხსენებული ქეჩა ხელს უშლის გრილი ჰაერის შედინებას და ცხელი ჰაერის გამოდინებას, რაც შეიძლება კომპიუტერის დაწვის, გაჭედვის, უეცარი გათიშვის, დარესტარტების და ა.შ. მიზეზი გახდეს.

სრული სტატიის ნახვა

სტატა მოგვაწოდა CDS-ის ბლოგის ადმინისტრატორმა NaiX 2016


 

როგორ მოვუაროთ ნოუთბუქს!...

ანუ როგორ მოვუაროთ ნოუთბუქს!...

ნოუთბუქში სითხის ჩასვლისას 

უნდა მიჰყვეთ მკაცრ ინსტრუქციას:
1) გათიშოთ ნოუთბუქი (სასურველია პირდაპირ ჩართვის ღილაკზე დიდი ხნით დაწოლით, სანამ სტანდარტულ Shut down - ს გააკეთებს შეიძლება მოკლე ჩართვა მოხდეს);
2) გამორთოთ კვების წყაროდან (გათიშოთ სატენიდან);
3) გამოაცალოთ ბატარეა;
4) გადააბრუნოთ სითხის ჩასხმის საპირისპირო მიმართულებით;
5) სასწრაფოდ მიაკითხოთ სერვის ცენტრს;
თქვენით როგორც არ უნდა გაამშრალოთ მაინც დაიწყებს შიდა სადინარები ჟანგვას და ნელ-ნელა თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა... თქვენ ამას გაიგებთ როდესაც გაითიშება კლავიატურის ღილაკები, ნოუთბუქი დაკარგავს ხმას, ვერ დაუკავშირდება ინტერნეტს და ა.შ.... უბრალოდ ამის შემდეგ სერვის ცენტრის მომსახურება ბევრად ძვირი დაგიჯდებათ... ვიდრე ჩასხმისთანავე რომ მიგეტანათ.
ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მოარიდეთ სითხე თქვენს ნოუთბუქს... იცოდეთ ყველა წესის დაცვის მიუხედავად მაინც არსებობს მისი დაზიანების ალბათობა.



ტექნიკური სიტყვების ლექსიკონი

ტექნიკური სიტყვების ლექსიკონი






2 99 98 60; info@ite.ge; ვაჟა-ფშაველას 71