ხარისხის კონტროლის მიზნით სერვის ცენტრში ტექნიკის შეკეთებისას მიმდინარეობს ფოტო გადაღება.
სერვისის კოდით შეგიძლიათ ნახოთ ჩატარებული სამუშაოების და ტექნიკის შიდა მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, სერვისის ტექსტური აღწერა და IT ტექნიკოსის რეკომენდაციები.
   გაეცანით სერვისის წესებს!
  
ITE Support
ძებნა საიტზე
გაიცანით თქვენი კომპიუტერი...
CDS CLUB
 
CDS Shop
ვებ გვერდების დამზადება
facebook გვერდი
იუმორისტული გვერდი
როგორ მოვუაროთ ნოუთბუქს!...

ანუ როგორ მოვუაროთ ნოუთბუქს!...

ნოუთბუქში სითხის ჩასვლისას 

უნდა მიჰყვეთ მკაცრ ინსტრუქციას:
1) გათიშოთ ნოუთბუქი (სასურველია პირდაპირ ჩართვის ღილაკზე დიდი ხნით დაწოლით, სანამ სტანდარტულ Shut down - ს გააკეთებს შეიძლება მოკლე ჩართვა მოხდეს);
2) გამორთოთ კვების წყაროდან (გათიშოთ სატენიდან);
3) გამოაცალოთ ბატარეა;
4) გადააბრუნოთ სითხის ჩასხმის საპირისპირო მიმართულებით;
5) სასწრაფოდ მიაკითხოთ სერვის ცენტრს;
თქვენით როგორც არ უნდა გაამშრალოთ მაინც დაიწყებს შიდა სადინარები ჟანგვას და ნელ-ნელა თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა... თქვენ ამას გაიგებთ როდესაც გაითიშება კლავიატურის ღილაკები, ნოუთბუქი დაკარგავს ხმას, ვერ დაუკავშირდება ინტერნეტს და ა.შ.... უბრალოდ ამის შემდეგ სერვის ცენტრის მომსახურება ბევრად ძვირი დაგიჯდებათ... ვიდრე ჩასხმისთანავე რომ მიგეტანათ.
ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მოარიდეთ სითხე თქვენს ნოუთბუქს... იცოდეთ ყველა წესის დაცვის მიუხედავად მაინც არსებობს მისი დაზიანების ალბათობა.

ეკრანის გაწმენდა 

მოერიდეთ სველი ხელსახოცების გამოყენებას, ისინი კვალს ტოვებენ ეკრანზე და დროთა განმავლობაში აზიანებენ მას. სასურველია სპეციალური სპრეის გამოყენება, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ სპრეი აუცილებლად გამორთულ ეკრანს უნდა მიასხურთ და სრულად გაამშრალოთ რბილი ტილოთი. კლავიატურაში და სხვა ნაწილებში სპრეის ჩასხმა აკრძალულია. კლავიატურის გასაწმენდად გამოიყენეთ სპრეით დატენიანებული ტილო.

ბატარეის მოვლა

არ შეიძლება ნოუთბუქის მუდმივად სატენზე შეერთებული მუშაობა, ამ შემთხვევაში ბატარეა "ზარმაცდება" და კვდება. აუცილებელია ბატარეა ამუშაოთ, 100% დამუხტვის შემდეგ გათიშეთ სატენიდან და 15-20% -მდე დაცალეთ. დაიცავით ეს წესი და თქვენი ბატარეა დიდხანს გემსახურებათ. 

აკრძალულია:

ქვემოთ ჩამოგითვლით იმ აკრძალვებს რისი გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და რასაც სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით ჩვენს სერვის ცენტრში. არაინფორმირებულება არის მთავარი მიზეზი რის გამოც ტექნიკა ხშირად მისულა სავალალო შედეგამდე:

1) არ შეიძლება ნოუთბუქის გასაგრილებლად მისი მაცივარში შედება, მითუმეტეს მთელი ღამით საყინულეში დატოვება;
2) არ შეიძლება ნოუთბუქის გაშრობა თმის ფენით, მითუმეტეს ცხელი ჰაერის ნაკადით;
3) არ შეიძლება ნოუთბუქის გაშრობა მზეზე;
4) არ შეიძლება სინესტის ამოღების მიზნით  ნოუთბუქზე (მითუმეტეს ნოუთბუქში) ბრინჯის დაყრა, თუ რა თქმა უნდა თქვენი მიზანი ფლავის მომზადება არ არის :)
5) არ შეიძლება ნოუთბუქის დაზიანებული სატენის გამოყენება, კუსტარული გადაბმები არასანდოა;
6) ეკრანის სამაგრების დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია სამაგრები შეიცვალოს, დაზიანებული ჰინჯები აზიანებს ეკრანის შლეიფს.
7) არ შეიძლება ნოუთბუქიდან მტვრის ამოღება საოჯახო ან უფრო დიდი მტვერსასრუტით; მითუმეტეს კომპრესორით სავენტილაციო არხებში დაბერვა და მთელი მტვრის შიგნით შეყრა;
8) არ შეიძლება ჩართული ნოუთბუქის გადატრიალება და მკვეთრი მოძრაობები, უხეშად დადება და ზემოქმედება, ამ დროს ზიანდება მყარი დისკი;
9) არ შეიძლება ნოუთბუქის ეკრანის ჩართულ მდგომარეობაში გაწმენდა, ან მყარი ზემოქმედება;

ITE - სერვის ცენტრი გთავაზობთ ნებისმინერი ბრენდის ნოუთბუქების ტექნიკურ სერვისს, გაითვალისწინეთ რჩევები....
სხვა შემთხვევაში მოგვაკითხეთ ....  599 722 800  /557 310 270

▪ სერვის ცენტრში ტექნიკის შეკეთებისას მიმდინარეობს ფოტო გადაღება
მეპატრონეს სერვისის კოდით სერვის ცენტრის ვებ გვერდზე - www.ite ge  - შეუძლია ნახოს ჩატარებული სამუშაოების და ტექნიკის შიდა მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, სერვისის ტექსტური აღწერა და IT ტექნიკოსის რეკომენდაციები. 

2 99 98 60; info@ite.ge; ვაჟა-ფშაველას 71